Sunday, December 13, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის მეცხრე,ბოლო დღეა!!! საკმაოდ შრომატევადი,ნაყოფიერი და სასიამოვნო ტრენინგის ბოლო დღე....მიუხედავად იმისა,რომ ძალიან გაგვაწვალა ინტერნეტმა,მთლად გამართულად არც სკოლის კომპიუტერები მუშაობდა,მაინც სასიამოვნო შეხვედრები გვქონდა და ამაში ძალიან დიდი წვლილი ჩვენს ტრენერს,მაია ჯოხაძეს მიუძღვის,რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი...ვფიქრობ,ბევრის მომცემი კურსი იყო, და რაც მთავარია,მას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში...

Saturday, December 12, 2015

მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაცია

მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღე საკმაოდ  შრომატევადი და ნაყოფიერი იყო...შევადგინეთ და დრაივზე ავტვირთეთ ფასილიტაციის კითხვები.შევცვალეთ ბლოგის დიზაინი.ბლოგზე დავამატეთ ღილაკები და გავაზიარეთ ლინკი.მიუხედავად ინტერნეტის ცუდი მუშაობისა,მაინც ვახერხებდით დავალებების შესრულებას და ამაში დიდი წვლილი ჩვენს ტრენერს მიუძღვის,რისთვისაც დიდი მადლობა მას

Sunday, December 6, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღეც საკმაოდ შრომატევადი იყო. ავაწყეთ მოსწავლის ნამუშევარი და საკუთარი პორთფოლიო ავტვირთეთ დრაივში.

Saturday, December 5, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღემ საკმაოდ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო,გავაკეთეთ  პროექტის პრეზენტაცია.აღსანიშნავია,რომ ყოველი ტრენინგი საკმაოდ რთულ პირობებში მიმდინარეობს.არ გვაქვს კარგი ინტერნეტი და საკმაოდ ცუდ დღეშია სკოლის კომპიუტერები.მიუხედავად ამისა,მაინც მივიწევთ წინ.

Sunday, November 29, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

       ტრენინგის მეოთხე დღე საკმაოდ საინტერესო  და ნაყოფიერი იყო.მიუხედავად იმისა,რომ არ მუშაობდა GOOGLE_ ს საძიებო სისტემა,მაინც შევძელით და  გავაკეთეთ პროექტის ბუკლეტი,საკუთარ ბლოგებზე გადავიტანეთ პროექტის საკვანძო კითხვები  და კომენტარების საშუალებით შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები,ვისწავლეთ საკუთარ ბლოგზე ჩანაწერების გამოქვეყნება.

"მე არ ვწერ ლექსებს...ლექსი თვითონ მწერს"

                                     მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:
         ·      გვეხმარება თუ არა პოეზია სულიერი ფასეულობების უკეთ  შეცნობაში

თემატური კითხვები:  
         ·        ვინ   შეიძლება იყოს პოეტი?
         ·          პოეტი და თანამედროვეობა
         ·           პოეტი-აწმყო,წარსული,მომავალი

 შინაარსობრივი კითხვები:
·         რა არის ტიციან ტაბიძისათვის პოეზია?
·         რატომაა წაშლილი ზღვარი ხელოვნებასა და სიცოცხლეს შორის?
·         რატომ ადარებს ტიციანი ლექსს  „მოვარდნილ მეწყერს“
·         პოეტი მოკვდავია, რა არის მარადიული?
·         ტიციანის გადასახედიდან,რა დარჩება მისი,პოეტის გარდაცვალების შემდეგ?
·         როგორ აისახება ავბედითი 1937 წელი ლექსში