Sunday, November 29, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

       ტრენინგის მეოთხე დღე საკმაოდ საინტერესო  და ნაყოფიერი იყო.მიუხედავად იმისა,რომ არ მუშაობდა GOOGLE_ ს საძიებო სისტემა,მაინც შევძელით და  გავაკეთეთ პროექტის ბუკლეტი,საკუთარ ბლოგებზე გადავიტანეთ პროექტის საკვანძო კითხვები  და კომენტარების საშუალებით შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები,ვისწავლეთ საკუთარ ბლოგზე ჩანაწერების გამოქვეყნება.

"მე არ ვწერ ლექსებს...ლექსი თვითონ მწერს"

                                     მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა:
         ·      გვეხმარება თუ არა პოეზია სულიერი ფასეულობების უკეთ  შეცნობაში

თემატური კითხვები:  
         ·        ვინ   შეიძლება იყოს პოეტი?
         ·          პოეტი და თანამედროვეობა
         ·           პოეტი-აწმყო,წარსული,მომავალი

 შინაარსობრივი კითხვები:
·         რა არის ტიციან ტაბიძისათვის პოეზია?
·         რატომაა წაშლილი ზღვარი ხელოვნებასა და სიცოცხლეს შორის?
·         რატომ ადარებს ტიციანი ლექსს  „მოვარდნილ მეწყერს“
·         პოეტი მოკვდავია, რა არის მარადიული?
·         ტიციანის გადასახედიდან,რა დარჩება მისი,პოეტის გარდაცვალების შემდეგ?
·         როგორ აისახება ავბედითი 1937 წელი ლექსში